ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ხშირად გვავიწყდება, რომ რეჟიმმა ამ პროტესტის პატიმრობით, ძალადობით და დაშინებით ჩახშობა, ბევრად ადრე დაიწყო” – ნიკა მელია

“ხშირად გვავიწყდება, რომ რეჟიმმა ამ პროტესტის პატიმრობით, ძალადობით და დაშინებით ჩახშობა, ბევრად ადრე დაიწყო” – ნიკა მელია

უწყვეტი პროტესტის ათვლას 28 ნოემბრიდან ვიწყებთ, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ
რეჟიმმა ამ პროტესტის პატიმრობით, ძალადობით და დაშინებით ჩახშობა, ბევრად ადრე, არჩევნების გაყალბებისთანავე გადაწყვიტა და დაიწყო კიდეც. დღეს მათე დევიძის სასამართლოა. ამ ნიჭიერი და პატრიოტი ბიჭის. 20 წლის მათე დევიძე 19 ნოემბერს, მელიქიშვილზე დააკავეს, როდესაც უნივერსიტეტთან დაშლილი აქციიდან, ფილარმონიისკენ მივდიოდით. რეჟიმს ხალხის შეშინება და მათესნაირი ბიჭების დაჭერა ეგონა გამოსავალი. გაუტეხელობა აღმოჩნდა ხანგრძლივი და მარათონული პროტესტის საფუძველი. ყველა, როგორც ერთი, დღეს ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის. საბოლოო ჯამში კი მათი დამსჯელი რეჟიმი დაისჯება და პატიმრებიც თავისუფალი იქნებიან და ეს ქვეყანაც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.