ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება დაფიქსირდა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა აქვეყნებს კადრებს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთიდან არის გადაღებული და საოკუპაციო ძალების გადაადგილებას ასახავს სოფლის სიახლოვეს. კადრებში ჩანს სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოცამდე შეიარაღებული ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელოვნურად მოწყობილ თავდაცვით ბარიერთან არიან კონცენტრირებულები.
რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ კადრები 29 ნოემბრის ვითარებას ასახავს და დღეს ნამდვილად დაფიქსირდა საოკუპაციო ძალების გადაადგილება ოკუპირებულ ტერირორიაზე სოფლის სიახლოვეს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საოკუპაციო ძალები პერიოდულად გადაადგილდებიან ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში და ყველა ასეთ შემთხვევას ქართული მხარე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ