ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - გარკვეულ სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - გარკვეულ სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აჭარბებს

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო პრობლემები შეიქმნა.
მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი მეტრს აჭარბებს.
ხულოს მერიის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, მუნიციპალიტეტში, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.
“ხულოში, აქტიურად მიმდინარეობს დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები
ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა თოვლის გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები.
დღის განმავლობაში, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად 4 000-მდე აბონენტს, აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში კვლავ ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 50 სმ-ია, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს.
დიდთოვლობის გამო, მუნიციპალიტეტში, რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება.
მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას”,- აცხადებენ მერიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.