არქივი12 ივლისი, 2024, 00:12
ხოშტარია: წარმოდგენა, რომ ჩემი პარტია იყო დამოკიდებული კეზერაშვილზე, არის ტყუილი
ის წარმოდგენა, რაც პროპაგანდამ შექმნა, რომ ჩემი პარტია იყო დამოკიდებული კეზერაშვილის პარტიაზე, ან ვიყავი რამე გარიგების ნაწილი, იყო ტყუილი. იყო ტყუილი მაშინ, არის ტყუილი ახლა. მე ვარ იქ სადაც ვარ, ცალკე... პარტნიორობა იყო, მათ შორის, უკრაინელებთან დახმარების თემაზე, ძალიან ღია და გამჭვირვალე.[...]
კეზერაშვილი თუ იქნება იმ პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი, რომელიც არის გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი, ურთიერთობები იქნება, რა თქმა უნდა ყველასთან. მე ვარ მომხრე ყველანაირი ხიდების არსებობის ოპოზიციაში, ამიტომ იმის ლაპარაკი, რომ ვიღაცის გავლენები... - უბრალოდ სიმართლე არ არის ეს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.