ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხოშტარია: "ოცნება" მხარს არ უჭერს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას

ხოშტარია: "ოცნება" მხარს არ უჭერს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას

გვსურს გამოვეხმაუროთ "ქართული ოცნების" მორიგ მოღალატეობრივ ქმედებას საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც მათ ეუთოს საპარლამენტო ანსაბლეაში დიდი დაბნეულობის ფონზე, თან ხმა მისცეს რეზოლუციას და თან ვერ მისცეს, იჩხუბეს, იკამათეს.

საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ქართული ე.წ. ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მხარს არ უჭერს სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.

ქართული პროდასავლური ოპოზიცია მთლიანად იყო ინიციატორი იმისა, რომ სირიამ, სადაც რეჟიმი შეიცვალა, უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება. "ქართულმა ოცნებამ" არათუ ამას ხელი არ შეუწყო, არამედ კამპანია წამოიწყო და საერთაშორისო შესაძლებლობას დაუპირისპირდა, რომ ეს ასე მომხდარიყო დღეს ეუთოში. ეს არის დიდი ლუსტრაცია, ერთი მხრივ, ამ ხელისუფლების რუსული ბუნების, მეორე, წნეხის ქვეშ მათი დაბნეულობის.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.