ხოშტარია: ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა – უნგრეთში, ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან

“დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელე ხოშტარია უნგრეთში პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხებას და ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებას ეხმაურება.

როგორც ხოშტარია წერს, “ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვაში გაიმარჯვა, ახლა – უნგრეთში, ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან.“

ტყუილი საბოლოოდ იშლება, ხოლო გამძლეობას შედეგი მოაქვს,- წერს ხოშტარია.

„გაუმარჯოს ევროპულ უნგრეთს! თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმები ორ ძირითად რამეზე აკეთებენ გათვლას: რეჟიმებს შორის სოლიდარობა და ურთიერთმხარდაჭერა.

დასავლეთის ინერტულობა და უმოქმედობა ავტოკრატიული რეჟიმები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, უფრო და უფრო ნაკლები რჩება, ხოლო დასავლეთი მზარდად მოქმედია.

ერთიანი ევროპის იდეამ ჯერ მოლდოვეთში გაიმარჯვა, ახლა – უნგრეთში. ტენდენციად რომ ვაქციოთ, უნდა გასამდეს ჩვენთან. ტყუილი საპნის ბუშტივით სკდება, გამძლეობას კი შედეგი მოაქვს. ერთი, რაც ნამდვილად შეგვიძლია ვისწავლოთ უნგრეთისგან არის, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა ავტორიტარიზმს საზღვრებს უწესებს, რაც ასე სჭირდება ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას. ბოლომდე! რუსთავის ქალთა ციხე”, – წერს ელენე ხოშტარია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა