ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არგადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს, გადაწყვიტეს, გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან

ელენე ხოშტარია დადასტურებულად დამნაშავე და კრიმინალია, რომელსაც არაერთხელ აქვს გამეორებული ხულიგნობები თუ დანაშაულები, რომლებისთვისაც სასჯელს იხდის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, ელენე ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა გირაოს არგადახდით საკუთარი თავი დაიპატიმრეს.
ნინო წილოსანის განმარტებით, ხოშტარიას გირაოს გადახდა შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა.
„მან თავისი თავი დააპოზიციონირა, როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. პირდაპირ აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა. ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს, როგორც კანონდამრღვევი. რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას და მისი თანაგუნდელების ტაქტიკაა, რომ დამნაშავეები რაღაცნაირად გმირებად გამოიყვანონ. ელენე ხოშტარიამ და მისმა თანამოაზრეებმა საკუთარი თავი გირაოს არგადახდით დაიპატიმრეს.
გირაოს გადახდა შეეძლოთ და ის აღკვეთი ღონისძიებაც არ მიესჯებოდათ, თუმცა გადაწყვიტეს, რომ გარეთ უკეთესად გაიყიდებოდა ნიუსი, თითქოს პოლიტიკური პატიმრები არიან. ადამიანს როცა აქვს საპატიმრო გირაოთი ჩანაცვლების არჩევანი და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, გამიზნულად, პიარისთვის გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ელენე ხოშტარია დამნაშავეა და არა გმირი, არც პოლიტიკური პატიმარი. როგორც ვხვდებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად ნაკარნახევია იმით, რომ ის რეციდივისტია. დაახლოებით 16-ჯერ ერთი და იგივე დანაშაული აქვს ჩადენილი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა