ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია

ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოშია. ზორან მილანოვიჩის დახვედრის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ზორან მილანოვიჩი საქართველოს მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი ზორან მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ზორან მილანოვიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება