ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხორვატიამ, ციფრული მომთაბარეებისთვის, შესაძლებლობები გააფართოვა

ხორვატიამ, ციფრული მომთაბარეებისთვის, შესაძლებლობები გააფართოვა

ხორვატიამ, ციფრული მომთაბარეებისთვის, შესაძლებლობები გააფართოვა
ხორვატიამ შეცვალა უცხოელებისთვის დისტანციურად მუშაობის წესები – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ციფრულ მომთაბარეებს ქვეყანაში ერთი წლის ნაცვლად სამ წლამდე შეუძლიათ დარჩენა. ადრე მაქსიმალური ვადა ერთი წელი იყო, ექვსი თვით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ახალი წესების თანახმად, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ მიიღოთ ვიზა 18 თვით და შემდეგ გააგრძელოთ იგი კიდევ 18 თვით. თუმცა, თუ თავდაპირველად უფრო მოკლე ვადა იყო მოთხოვნილი, გახანგრძლივება მხოლოდ ექვსი თვით არის შესაძლებელი. წინა ვიზის ვადის გასვლიდან არაუადრეს ექვსი თვისა შეგიძლიათ ხელახლა განაცხადის შეტანა.
ციფრული მომთაბარე ვიზა სხვა ქვეყნების მოქალაქეებს ხორვატიაში ცხოვრების უფლებას აძლევს, თუ ისინი დისტანციურად მუშაობენ უცხოურ კომპანიაში (რომელიც ხორვატიაში არ არის რეგისტრირებული). ციფრული მომთაბარე იღებს ვალდებულებას, რომ არ იმუშავებს ან არ გამოიმუშავებს დამატებით ფულს ადგილობრივი კომპანიებისთვის. ვიზის მისაღებად, თქვენ უნდა დაადასტუროთ, რომ თქვენი შემოსავალი თვეში მინიმუმ 3,300 ევროა. ერთწლიანი ყოფნისთვის თქვენს ანგარიშზე დაახლოებით 40 ათასი ევრო დაგჭირდებათ, 18 თვისთვის კი - თითქმის 60 ათასი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.