ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს

ხონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ხონში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საზეიმოდ, მოეწყობა ქალაქის ცენტრალური მოედანი, გაიმართება შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები: განთავსდება თემატური, ისტორიული კუთხეები, მოხდება, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, საპატიო ხონელების დაჯილდოება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვა აქტივობები. ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსების კონცერტს დაესწრონ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.