ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ხომ ხედავთ, გასუსულ ოპოზიციას, გასუსულ ენჯეო სექტორს, გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებსა თუ პარლამენტარებს, სად არიან?” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა:
„ხომ ხედავთ, გასუსულ ოპოზიციას, გასუსულ ენჯეო სექტორს, გასუსულ უცხოელ აქტორებს, დიპლომატებსა თუ პარლამენტარებს. სად არიან? 10 წელი რომ არ მოასვენეს ეს ქვეყანა სააკაშვილით, მისი პერსონით. ხან სად დაჰყავდათ, ხან სად, ხან სად ნიშნავდნენ. გახსოვთ, ბრიუსელის კორიდორებში როგორ ხვდებოდნენ, სხვადასხვა კონფერენციაზე გამოყოფილი ადგილი. ეს ხალხი, რომელიც მათ შორის ევროპის სახეები არიან, რატომაა ჩუმად? გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს, ქართულ მართლმსაჯულებას, ქართულ სახელმწიფოს ამ ქვეყნის ათწლიანი არმოსვენებისთვის, ჯანჯღარისთივს ერთი ადამიანის გამო. გადაგვაყოლეს ერთ ადამიანს. ბოლოს შემოგვიპარეს ჩუმად იმისთვის, რომ ქვეყანა აერიათ.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.