პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხომასურიძე აცხადებს, რომ სიონიდან პოლიციამ კრწანისის ტყის სასაფლაოებთან წაიყვანა და იქ დატოვა

24
ირაკლი ხომასურიძე, რომელმაც სიონის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირის ქადაგების შემდეგ, დაიძახა: “დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს” – ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ, ის პოლიციელებმა კრწანისის ტყის სასაფლაოებისკენ წაიყვანეს და იქ დატოვეს.
მის სატელეფონო კომენტარს “რადიო თავისუფლება” ავრცელებს:
“მე სიმართლეს ვეძებ და ვინც კი დაარღვევს… ახლა, ბევრ რაღაცებში შეიძლება მე ვეთანხმები დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ეს არის ტყუილი. […] მიმდინარეობს ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობა… პატრიარქის წინააღმდეგ მიდიან… მე შვიდი წლის წინ თმები გადავიპარსე პარლამენტში, სადაც გავაფრთხილე, ნუ აძლევთ-მეთქი ამ დესტრუქციულ ძალებს პატრიარქის შეურაცხყოფის, მოწამვლის უფლებას. […] მე პატივს ვცემ მეუფე შიოს. როგორი გადაწყვეტილებაც იქნება [ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით], მე დიდ პატივს ვცემ.”
ცნობისთვის, სიონის საპატრიარქო ტაძარში  ქადაგების დასრულების შემდეგ, როდესაც ჯვარზე სამთხვევად მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე მიდიოდნენ, საპროტესტო შეძახილი გაისმა – “მეუფე შიო, დროა ხელისუფლებამ პასუხი აგოს იმ დანაშუალებზე, რომელიც ჩაიდინა”.
“ოპოზიციის აქტივისტი კი არა, ეს კაცი უმცირესობებზე ძალადობრივი აქციების მონაწილეა” – ჩერგოლეიშვილი

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.