ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ხოდა, დროა თქვენც გააცნობიეროთ, რომ ცხოვრება აღარასოდეს იქნება ძველებური” – ნინო ჯანგირაშვილი

,, ხოდა, დროა თქვენც გააცნობიეროთ, რომ ცხოვრება აღარასოდეს იქნება ძველებური” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:
,,ჩვენ, ვისაც არ გვინდა საქართველო რუსეთი გახდეს, უკვე კარგად გავაცნობიერეთ, რომ ცხოვრება არასოდეს იქნება ძველებური, ჩვეულებრივი, სანამ ეს რეჟიმი არ მოშორდება. ჩვენ უკვე ამ მოდუსში ვფუნქციონირებთ, გადავეწყვეთ, ვიცით, რომ ყველაფერი მეორეხარისხოვანია, სანამ თქვენ არ მოშორდებით ქოცებო. მინიმალურ კომფორტებსაც მოვიკლებთ, თუ საჭიროა ქუჩაში ვიდგებით დაუსრულებლად, დაგვიჭერთ კიდევაც და გვცემთ კიდევაც. ოკ. ხოდა, დროა თქვენც გააცნობიეროთ, რომ ცხოვრება აღარასოდეს იქნება ძველებური, ჩვეულებრივი, თითქოს არაფერი ხდება. ხომ გადაწყვიტეთ იჭიდაოთ, მოებღაუჭოთ ძალაუფლებას და კეთილდღეობას? ხოდა, შეეგუეთ რომ ამ რეჟიმში მოგიწევთ ცხოვრება. და რა თქმა უნდა, ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად!“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.