ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი გამთენიისას სენაკში “არქიმედეს” კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.
„მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა” – “განაცხადეს კლინიკაში. გარდაცვლილი ბავშვი, სავარაუდოდ, 3 წლამდეა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში გუშინ მოხდა. სავარაუდოდ, ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს და მერე ერთ-ერთი კი დედა-შვილს დაეჯახა. ისინი სენაკში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.