არქივი20 ნოემბერი, 2025, 16:09
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, თევზაობისას დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი მდინარე ცივში თევზაობდა, რა დროსაც შემთხვევით ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.