ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

რუსული სატვირთო გემი Ursa Major-ი, ძრავის ოთახში მომხდარი აფეთქების შედეგად, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური კრიზისული ცენტრის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის 16 წევრიდან 14 გადაარჩინეს და კარტახენას პორტში გადაიყვანეს, ორი კი დაკარგულად ითვლება.
მანამდე ესპანურმა გამოცემა Español-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული გემი Ursa Major-ი ესპანეთსა და ალჟირს შორის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემმა სანქტ-პეტერბურგი 12 დღის წინ დატოვა და ვლადივოსტოკის პორტისკენ გაემართა, სადაც 22 იანვარს უნდა ჩასულიყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.