“ხმების გუშაგები” – ბათუმში სტუდენტების პროტესტი იწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალი მოძრაობა სახელწოდებით “გუშაგები” დააფუძნეს და თქვეს, რომ უწყვეტ საპროტესტო გამოსვლებს იწყებენ.
სტუდენტები “ქართული ოცნების” მმართველობას აკრიტიკებენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. მათი თქმით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელი პირები ჩართული არიან მმართველი პარტიის პოლიტიკაში. “გუშაგის” წევრები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი გასათავისუფლებელია “ოცნების” მარწუხებისაგან. ისინი ყველა სტუდენტს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ საპროტესტო ტალღაში.
“ეს ისტორიული მაგალითია, რადგან მთავარი და ისტორიული პროცესები ყოველთვის იწყებოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მინდა მივმართო ყველა სტუდენტს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არ დგას, შემოგვიერთდეს სამომავლოდ ამ დიდ ბრძოლაში, რომელსაც ვიწყებთ დღეს უნივერსიტეტიდან და სამომავლოდ გავაგრძელებთ ქალაქის ქუჩებში და ყველგან ვიქნებით სადაც საქართველოს ბედი წყდება”, – თქვა სტუდენტმა მათე ცენტერაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს