ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხმაური სხვიტარიძის პროცესზე — საქალაქო სასამრთლოსთან პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ხმაური სხვიტარიძის პროცესზე — საქალაქო სასამრთლოსთან პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, საბა სხვიტარიძის საქმეზე გამართულ სხდომა.
გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოიკითხა, სხდომის შემდეგ სასამართლოს შენობა შეძახილების ფონზე — „მონა ედიშერაშვილი“ — პოლიციის თანხლებით დატოვა.
სასამართლოსთან პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა ერთი პირი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს.
პროცესზე ედიშერაშვილმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი პირადად არ დაუთვალიერებია, ვიდეოკადრებზე ექსპერტიზა არ დაუნიშნავს და არც პოლიციელ მირიან ქავთარაძეს დაუკითხავს.
საბა სხვიტარიძემაც დაუსვა გამომძიებელს კითხვები — რატომ არ მოითხოვა მის დაზიანებებზე პასუხები, რატომ არ დაიბარეს ადვოკატი ან სასწრაფო. ედიშერაშვილმა უპასუხა, რომ ბრალდებული მშვიდად იჯდა და მსგავსი მოთხოვნა არ გაუჟღერებია.
ადვოკატებმა პროცესზე აღნიშნეს, რომ საქმეში მრავალი პროცედურული დარღვევაა და შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას, რაც არ გამოკვლეულა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.