ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – საკანონმდებლო ორგანო მინისტრის საათის დროს, მწვავე დაპირისპირების ადგილად იქცა

დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის მინისტრი, ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეხო. რატი ბრეგაძეს გამოსვლა, თინა ბოკუჩავამ შეაწყვეტინა. ამის გამო, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, სიტყვიერი შეურაცხყოფა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიაყენა, რასაც ექსპრეზიდენტის პარტიის სხვა წევრების რეაქცია მოჰყვა. ანა წითლიძემ მმართველი პარტიის წევრს, რომელმაც მას მიკროფონი მოუქნია, საპასუხოდ ფურცლები ესროლა. ოპოზიციონერი დეპუტატები ლევან მგალობლიშვილის დარბაზიდან გაყვანას ითხოვდნენ. ვითარება კი იმდენად დაიძაბა, რომ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
დაპირისპირების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განცხადებები, დარბაზს გარეთაც გააკეთეს. თინა ბოკუჩავამ და ანა წითლიძემ ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და სხდომის ხელმძღვანელის მხრიდან რეაგირება მოითხოვეს. ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებს, ბრალდებებით უპასუხეს “ქართულ ოცნებაში”.
დარბაზში ურთიერთბრალდებები სხდომის განახლების შემდეგაც ისმოდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა იუსტიციის მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულეს, რატი ბრეგაძემ კი ოპოზიციონერ დეპუტატებს 2008 წელს, ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია და წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები შეახსენა.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, იუსტიციის მინისტრს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის ბანერით დახვდნენ და პირველი შეკითხვაც ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით დასვეს. თუმცა, დარბაზში იყვნენ სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც ვინც, პატიმრების უფლებრივი მდგომარეობით, 2024 წლის არჩევნებისთვის, ძველი პირადობის მოწმობების გამოყენების საკითხითა და ს მოქალაქეების რეგისტრაციის სტატისტიკით დაინტერესდნენ. უმრავლესობის წევრების შეკითხვები კი ძირითადად სტრასბურგის სასამართლოსთან მუშაობასა და იუსტიციის სახლის სერვისებს ეხებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს