ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ხმას ავუწევ ყველგან, სადაც ასაწევი იქნება, არ გაძლევ ხმის უფლებას” – დაპირისპირება ცესკო-ს სხდომაზე

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ცესკო-ს სხდომაზე – თავმჯდომარის, გიორგი კალანდრიშვილსა და მისი ოპოზიციონერი მოადგილის, გიორგი სიორიძეს შორის მწვავე კამათი სიორიძის მხრიდან სიტყვით გამოსვლის მოთხოვნას მოჰყვა. კალანდარიშვილმა მას უთხრა, რომ ამის უფლებას მხოლოდ კომისიის სხდომის ბოლოს მისცემდა, მას შემდეგ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ.
კალანდარიშვილმა სიორიძეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკურ პლატფორმებზე გაეკეთებინა და მიკროფონი გამოურთო:
“არ გაძლევთ სიტყვას… გამოვურთავ ნებისმიერს, ვისაც არ მივცემ სიტყვის უფლებას… ნუ ცდილობთ ხმაურის შექმნას, გამოგირთეთ იმიტომ რომ არ გეკუთვნით, დამშვიდდით, ხმას გიწევთ იმიტომ, რომ მშვიდად ნათქვამი არ გესმით… ხმას ავუწევ ყველგან, სადაც ასაწევი იქნება, არ გაძლევ ხმის უფლებას.” მიმართა კალანდარიშვილმა სიორიძეს.
ამის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა კენჭისყრაზე დააყენა, სიორიძემ კი პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა
,,მთავარი არხი”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.