ხიდაშელი ივანიშვილის გუნდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე: ეს არის ცირკი

ივანიშვილის გუნდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “ცირკად” და “თამაშად” აფასებს.

“სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი “ტვ პირველის” ეთერში ამბობს, რომ განხორციელებულ ცვლილებებს აზრი არ აქვს, რადგან რეალურად გადაწყვეტილებებს არა თანამდებობაზე დანიშნული პირები, არამედ ერთი კაცი იღებს.

სირაძე სად დაინიშნება ან ბესელია, მეასე ხარისხოვანი საკითხებია იმიტომ, რომ ჩვენ ხომ რეალურად არ ვსაუბრობთ არც პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, არც გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, ეს ყველაფერი არის ცირკი, ერთგვარი თამაში მათი მხრიდან…

 ხელისუფლება ყოველდღე ერთადერთ ამოცანას ემსახურება და ერთადერთი დავალება აქვს ამ ხელისუფლების ჭანჭიკებს, რომ მოიფიქრონ მორიგი რეპრესია, რომელსაც შემდეგ კანონში ჩაწერენ და რომელსაც სამოქალაქოდ აქტიური ადამიანების წინაშე გამოიყენებენ. ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი იმისი, როგორ უჭირთ, როგორ აღარ შეუძლიათ და როგორ ცდილობენ ამ შიშით დათრგუნონწინააღმდეგობა”, – ამბობს

ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მას რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.

თანამდებობა ასევე დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ, რომლის ნაცვლადაც პოსტზე დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაამტკიცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!