“ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლობა ოპოზიციურმა აზრმა გააპრავა – დავიშალეთ” – თავდგირიძე

ქართულ საინფორმაციო სივრცეში გუშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემაში, მნიშვნელოვან თანამდებობაზე, სამი წლის განმავლობაში საქმიანობდა წითელი კომისარი, რომელსაც დაკავებული თანამდებობა საშუალებას აძლევდა ჰქონოდა წვდომა ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე, აგრეთვე დაემყარებინა ახლო ურთიერთობა სამხედრო მაღალჩინოსნებთან და კონფიდეციალურ გარემოში ეწარმოებინა მათთან რუსეთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, დამეგობრებოდა და პირდაპირ ან ირიბად მოეხდინა მათი ბმა რუსეთის სპეცსამსახურებთან. მოკლედ სრული კარტბლანში ჰქონდა და რა მოახერხა და რამდენად დაგვაზარალა წარმოდგენა არ გვაქვს. ამ დროს კი ქართულმა ოპოზიციურმა გენიალურმა ტვინმა ყველაფერი წინა არჩევნების პრობლემატიკაზე დაიყვანა, თურმე “გარეჯი საქართველოას” საარჩევნო ნარატივის და პარლამენტში დაკარგული სამი ადგილის მეტი სანერვიულო არაფერი გვქონია. ფაქტიურად, დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლობა ოპოზიციურმა აზრმა გააპრავა. დავიშალეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?