არქივი16 თებერვალი, 2024, 13:38
ხვიჩია ნავალნიზე: ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მკვლელობა
გირჩის ლიდერის იაგო ხვიჩია ალექსეი ნავალნის ციხეში დაღუპვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლელობას ნიშნავს.
"მიუხედავად იმისა, ადამიანი საკუთარი სიკვდილით გარდაიცვალა, თუ ხელოვნურად ახლა მოკლეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის მკვლელობა მისი ისტორიის გათვალისწინებით - მისი მოწამვლის, მისი უკან დაბრუნების და ყველაფრის გათვალისწინებით.
თუ რამით შეუძლიათ იამაყონ ნორმალურმა ადამიანებმა რუსეთში, ეს არის ის, რომ ნავალნის მსგავსი ადამიანი ჰყავდათ", - ამბობს ხვიჩია.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.