ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩა ყალაბეგაშვილი: ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ეროვნული სიმბოლიკის გამო ადამიანებს ასახიჩრებენ და იჭერენ...

ხვიჩა ყალაბეგაშვილი: ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ეროვნული სიმბოლიკის გამო ადამიანებს ასახიჩრებენ და იჭერენ...
"საუკუნეების წინ, იოანე საბანისძემ, ქართულ მეხსიერებაში შემოიტანა და მრავალი საუკუნეა არ გაცრეცილა აბო თბილელის სახელი... ეს ტექსტი ისწავლება სკოლაში, როგორც მაგალითი იმისა, რომ შეიძლება სხვა ერის შვილს იმდენად შეუყვარდეს საქართველო თავი გაწიროს...
ბათუმში ე.წ. ხელისუფლებამ დაიჭირა ლაზი კაცი, რომელსაც თურქს ეძახის და დაიჭირა ქართული ხუთჯვრიანი დროშის ტარების გამო...
კარგი, დავუშვათ დღევანდელი თურქეთი იმ თურქეთის გაგრძელებაა რომ გვაოხრებდა, ეგეც დავუშვათ რომ ეგ ქართულად მოსაუბრე, მენტალურად ქართველი ლაზი კი არა თურქია... სადმე, თუნდაც არადემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, იჭერენ მათი დროშის ტარების გამო? არა... პუტინიც კი არ იჭერს არავის, რუსული დროშის გამო... ირანშიც კი არ იჭერენ ირანული სიმბოლიკის გამო... არც კორეაში... ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ეროვნული სიმბოლიკის გამო ადამიანებს ასახიჩრებენ და იჭერენ..." -  წერს სოციალურ ქსელში გამომცემლობა “კალმოსამის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.