ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩა კვარაცხელია „FIFA“-ს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეულშია

ლონდონში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე „The Best FIFA Football Awards 2023“, საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორის ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. იგი 7 ქულით სიაში მე-10 ადგილზე იმყოფება.
· ლიონელ მესი, არგენტინა 48
· ერლინგ ჰალანდი, ნორვეგია 48
· კილიან მბაპე, საფრანგეთი 35
· კევინ დე ბრუინი, ბელგია 32
· ვიქტორ ოსიმენი, ნიგერია 24
· როდრიგო ერნანდეს კასკანტე (როდრი), ესპანეთი 24
· ჯულიან ალვარესი, არგენტინა 21
· ბერნარდო სილვა, პორტუგალია 18
· ილკაი გუნდოგანი, გერმანია 13
· ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო 7
ხვიჩა კვარაცხელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ფიფა-ს გამოკითხვაში საუკეთესო ათეულში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ დაჯილდოებაზე რჩეულებს ეროვნულ ნაკრებთა კაპიტნები, მწვრთნელები, მედია და გულშემატკივრები ირჩევენ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.