არქივი7 აგვისტო, 2025, 22:07
ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის წარადგინეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე, „ოქროს ბურთზე“ ოფიციალურად წარადგინეს.
კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორმა, გამოცემა France Football-მა დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2025 წლის იანვარში გახდა, ის ფრანგულ კლუბს „ნაპოლიდან“ შეუერთდა და მაისში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.