ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ

დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს, ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთ-საქართველოს მატჩის შემდეგ განაცხადა.
„მართლა ოცნება ავიხდინეთ, ჯგუფი გადავლახეთ და ასეთ რთულ მეტოქესთან ვიბრძოლეთ. ჩემი აზრით ცოტა არ გაგვიმართლა, პირველ ტაიმში ბოლო წუთებში ბურთი რომ არ გაგვეშვა ალბათ უკეთესი იქნებოდა. გოლიც ისეთი იყო, 50/50-ზე იყო და ჩემი აზრით არ უნდა ჩათვლილიყო იმიტომ, რომ მამარდაშვილზე მორატა აშკარად მოქმედებდა, მაგრამ არა უშავს, ფეხბურთია. დადებითად შევაფასებდი ყველას თამაშს და ბედნიერები ვართ. ალბათ გამოცდილებაც დაგვაკლდა, თუმცა ყველაფერი ნელ-ნელა მოდის და ვეცდებით კიდევ წინ და წინ წავიდეთ. ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ და ამაზე დიდ ტურნირებზე, ჩემი აზრით ვიმსახურებთ ამ ყველაფერს, სადაც ვართ დღეს“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გაგრელი: თუ რობიკო სტურუას პორნო ვეფხისტყაოსნის მხოლოდ განათებისთვის 800 000 ლარი გაქვთ და კანიე ვესტის ჩამოყვანის ფული გაქვთ და თბილისის საახალწლო განათებისთვის 5.5 მილიონი გაქვთ…

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე – უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით – დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი