ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „არსენალთან“ „პარი სენ-ჟერმენმა“ პენალტების სერიით მოიგო. (1:1 ძირითადი დრო, პენალტები 4:3)

თავდაპირველად, ფინალური მატჩის ანგარიში “არსენალმა” შეხვედრის პირველ ნახევარში გახსნა.

პარიზულმა “პსჟ”-მ ანგარიში თამაშის მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე უსმან დემბელეს პენალტით გაათანაბრა. 11-მეტრიანი გუნდმა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ წესების დარღვევით მოიპოვა.

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით - 1:1 დასრულდა, რომელიც არც დამატებით დროში შეიცვალა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს „არსენალი“ და „პსჟ“ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ იმასაც, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგო. წინა გამარჯვება გუნდმა გასულ წელს „ინტერთან“ მოიპოვა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.