ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე

ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე

,,პარი სენ ჟერმენის” შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიმ, ლონდონის ,,არსენალთან” მოგებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ისაუბრა:
,,ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ! ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა… აქ რამდენიმე თვის წინ გადმოვედი და უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვარ.
ინტერი? ისინი ფინალში ყოფნას იმსახურებენ. მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, ძალიან ძლიერები არიან სტანდარტულებისას, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმს გავიღებთ, რადგან ძლიერები ვართ და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ!”-ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა” ,,არსენალს” უმასპინძლა და 2:1 დაამარცა. შედეგად, პარიზელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
,,პსჟ-ს” მეტოქე მიუნხენურ ფინალში, რომელიც 31 მაისსაა ჩანიშნული, ,,ინტერი” იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.