ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

იტალიელი სპეციალისტი ვოლტერ მაცარი დანიშვნიდან სამ თვეში „ნაპოლიდან“ გაუშვეს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა.
დე ლაურენტისმა ასევე დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ფრანჩესკო კალცონა გაწვრთნის, რომელიც სლოვაკეთის ნაკრებს წვრთნის.
კალცონას „ნაპოლისთან“ მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ის იტალიურ გუნდში მწვრთნელის ასისტენტად საქმიანობა მაურიციო სარისა და ლუჩიანო სპალეტის მენეჯერობის პერიოდში.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა მაცარის მადლობა გადაუხადა რთულ დროს დახმარებისთვის, კალცონას კი დაბრუნება მიულოცა.
„ნაპოლის“ კი ახალ მწვრთნელთან ერთად წინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა ელის „ბარსელონას“ წინააღმდეგ. მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე, ნეაპოლში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს