ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვალ 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე ეტაპს იწყებს

საქართველოს 7-კაცა ხვალ გერმანიაში, მიუნხენში, 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპს იწყებს. გუნდები 18 მაისს ჯგუფური ეტაპის სამ-სამ შეხვედრას გამართავენ, 19 მაისი კი ფლეი ოფებისა და ფინალების დღეა.
საქართველო, რომელიც ა ჯგუფში მოხვდა, პირველ თამაშს ჩვენი დროით 14:28 საათზე მასპინძელი გერმანიის წინააღმდეგ გამართავს, 17:32-ზე სერიის ლიდერ ურუგვაის შეხვდება, 19:52-ზე კი პაპუა ახალ გვინეას.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე (მიუნხენი, გერმანია) ეტაპზე
გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, თემურ ჭიჭინაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე,
ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე
Rugby.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.