„ხვალ 14 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით“ – მელია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია ხვალ, დღის 2 საათზე, სპორტის სასახლესთან შეიკრიბება.
„ხვალ დღის 2 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და გავმართოთ დღეში რამდენიმე საპროტესტო აქცია, სანამ არ დავიქუხებთ ისე, როგორც ქართველ, ამაყ და მართალ ადამიანს ეკადრება“, – ამბობს იგი.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მან ასევე თქვა, რომ ქუჩაში ყოფნა ხელისუფლების დამარცხებამდეა საჭირო და ხაზი გაუსვა, რომ ერთი დღეც არ ჩაივლის აქციების გარეშე.
„ვენდოთ და დავუჯეროთ ერთმანეთს და გამარჯვება იქნება გარდაუვალი“, – განაცხადა მელიამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.