ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხვალ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხვალ, 12 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის მეორე ვიზიტი ვაშინგტონში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით დღეს გაემგზავრება.
„ვაშინგტონში მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის იქნება უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის გაგრძელება. კერძოდ, ერთობლივი პროექტები იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.