ხვალ, ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ხვალ, 8 სექტემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76-დან (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე საგზაო მონაკვეთში.
“შეზღუდვის პერიოდში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით, ხოლო წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომდე.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშრუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე.
8 სექტემბრის 14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველა მიმართულებით. რეაბილიტაციამდე მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს”, – იტყობინება თბილისის მერია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა