ხვალ, “ქართული ოცნების” ყრილობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დასახელდება – ვინ გაყვება ირაკლი კობახიძეს პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში

საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლა, ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კარიერაში სიახლეა. გარკვეულწილად ეს სიახლეა პოლიტიკური სისტემისთვისაც, რადგან ორ სახელისუფლებო შტოს შორის ამ დონის გადაადგილება ჯერ არ ყოფილა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე თვლის, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტის და მთავრობის ურთიერთობას. პარლამენტს, რომელიც მომდევნო კვირიდან ახალი პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დროულ დამტკიცებაზე იქნება პასუხისმგებელი.
“ქართული ოცნება” წლის პირველ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე მსჯელობას ხვალ, შუადღეს შეუდგება. ჯერ პარტიის გენერალურ რგოლში – “პოლიტსაბჭოზე”, შემდგომ კი უკვე პარტიულ ყრილობაზე. საპატიო თავმჯდომარის, ს მხრიდან, პრემიერად ირაკლი კობახიძის წარდგენას, დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს, რადგან პარტიაში ამაზე თანხმობაა. თვლიან, რომ შიდა განახლება პოზიტივის მომტანი უნდა იყოს.
ცვლილებებში პოზიტიური მუხტი ვერ დაიჭირა ოპოზიციამ. მეტიც, ოპოზიცია ცვლილების არსს ვერც ხვდება და ამბობს რომ ეს მათთვის უბრალოდ პოლიტიკური ფიგურების გადათამაშებაა. სხდომაზე დასწრებას გეგმავენ, თუმცა ახალი სამთავრობო გეგმისა თუ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებენ.
ოპონენტებს დღეს “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა უპასუხა. თვლის, რომ ბოლო სიახლეებში ოპოზიცია მისთვის სასიკეთოს მართლაც ვერაფერს დაინახავდა. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ყველანაირ პოლიტიკურ კონფიგურაციაში ოპოზიცია მარცხისთვის განწირულია.
პრემიერობის ახალი კანდიდატი ირაკლი , სამთავრობო გეგმით პარლამენტში მომავალ კვირას მივა.

ასევე დაგაინტერესებთ

არა რუსულ კანონს, კი ევროპას – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში, ოღონდ, ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოებთ ევროპას, თავი არავის უნდა მოატყუებინოთ

მეგობრებო, ჩვენ ვაფასებთ თქვენს აზრს, მაგრამ თქვენც უნდა გაიაზროთ ჩვენი არგუმენტები. არ მისცეთ უფლება 500 კაციან დესტრუქციულ ჯგუფებს, თქვენი პროტესტი თავიანთი ბნელი მიზნებისთვის – საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ