ხვალ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოგვაღებინებენ მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებლობას, რამეთუ ანალოგიური ჩანაწერები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს

ხვალ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოგვაღებინებენ მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებლობას, რამეთუ ანალოგიური ჩანაწერები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ინფორმაციას, რომ საია საქართველოში აქციებზე ნიღბების აკრძალვას მწვავედ აკრიტიკებს, ტრამპის მიერ მიღებულ ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე კი დუმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ რადიკალების აზრი ქართულ საზოგადოებას, ზოგადად, არ აინტერესებს და ერთადერთი, რა მოთხოვნაც არსებობს მათ მიმართ, არის ის, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს.
„საბოლოოდ რა მიზანს უნდა მივაღწიოთ – ეს მაინტერესებს. ანუ, ამ საზოგადოების უმრავლესობის იდიოტებად ოფიციალურ ცნობას „ვაწვებით“, თუ მსგავსი ორგანიზაციების შეურაცხადობის აღიარება გვეუხერხულება? ამ ოლიგოფრენების ლოგიკით, ხვალ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოგვაღებინებენ გაუპატიურებაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, პედოფილიაზე და ა.შ., პასუხისმგებლობას, ვინაიდან მათ “რუსულ მუხლებად” გამოაცხადებენ, რამეთუ ანალოგიური ჩანაწერები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს.
ხვალ, ალოგიკურად, ამერიკის სასამართლო განაჩენების გამოტანის სრულიად წარმოუდგენელ სისტემას რომ შემოვიღებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი არა რუსეთში, არამედ, აშშ-შია – ამ შეურაცხადების “გულს” მაინც ვერ მოვიგებთ. ჯერ მაშინ ვერ მოვიგებთ, პირობითად, მზია ამაღლობელს “ორ სამუდამო” განაჩენს რომ გამოვუტანთ და ვერც მაშინ მოვიგებთ მათ “გულებს”, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის, ამ სასჯელს რომ გავუნახევრებთ და “მხოლოდ” ერთ უვადოს დავუტოვებთ – ეს ხომ ნაღდი ამერიკული გადაწყვეტილება იქნება…
რაში უნდა გვაინტერესებდეს ერთუჯრედიანებით გავსებული რომელიმე ორგანიზაცია დუმს თუ არ დუმს ტრამპის გადაწყვეტილებაზე? ერთადერთი რაც გვინდა – ხმა ჩაიწყვიტონ და პირი გამოიბანონ მისი აღმატებულება ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს როცა ეხებიან. უვადო გარჩევები გქონოდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში თქვენთვის საინტერესო საკითხებში, სტრასბურგის გავლით, ჯანდაბამდე გქონიათ საქმე, სასამართლოებიდან გამოსულები არ გვენახოთ, თუნდაც კაცისა და ქალის ერთმანეთისგან სხვაობის ძიების მიზნით. ამ შეურაცხადობაში ჩვენი ჩათრევა ყოველ ჯერზე უკვე გაუსაძლისია…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით