ხვალ პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიწყება.
პარლამენტი ხვალ, პირველივე სხდომაზე, დადგენილებით სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებით კომისიას შექმნის. პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილია “ზოგადი განათლების შესახებ“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი იქნება, რომელიც პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შემზღუდავი კანონების მიღებას ითვალისწინებს.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებას და საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშს მოისმენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა