არქივი4 ივნისი, 2024, 11:05
ხვალ პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
ხვალ, 5 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს.
„ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც "ოცნება" აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს.
გელოდებით პარლამენტის წინ!“ - აღნიშნავს „დაფიონი“ აქციის აღწერაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.