“ხვალ მშობლების პატივისცემის დღეა” – მდინარაძე “ოჯახის სიწმინდის” დღის მსვლელობას უერთდება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს, რომ 17 მაისს საპატრიარქოს დაგეგმილ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას უერთდება.
“ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
პირიქით, სწორედ ამაშია ჩვენი სამშობლოს, მისი ეროვნული იდენტობის, ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების, ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გასაღები!
ხვალ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა!
სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
#მამულიენასარწმუნოება. #ღირსებითევროპისკენ” – წერს მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება