ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ხვალ ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებს ის, ვინც მარიუპოლის ბლოკადა მოაწყო” – ზელენსკი

“ხვალ ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებს ის, ვინც მარიუპოლის ბლოკადა მოაწყო” – ზელენსკი

ნაციზმე გამარჯვების დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო გამოაქვეყნა.
“ხვალ (9 მაისს), ნაცისტების მხეცობებზე ილაპარაკებს ადამიანი, რომელიც ბუჩაში ძმათა სასაფლაოს მოწყობის ორგანიზატორია. და ლენინგრადს ბლოკადაზეც იქ ისაუბრებენ ისინი, ვინც მარიუპოლის ბლოკადა მოაწყო. ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან სამყაროს მოუწევს შეცვლა. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 80 წლის წინ: ბოროტების დამშვიდება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო”. – ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
8 მაისს აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად აღლუმი ტარდება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის სი ძინფინგი დაესწრებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.