ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხერსონის დაბომბვის შედეგად. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის ავიაციამ ხერსონის ცენტრი დღეს დილით დაბომბა. პოლიციის თანახმად, ოთხი მართვადი ბომბი მოხვდა სპორტულ კომპლექსს, რომელიც მთლიანად დანგრეულია.
უკრაინის პოლიციის ცნობითვე, აფეთქებებით გამოწვეული ხანძრის ლიკვიდაციის დროს რუსმა სამხედროებმა საარტილერიო შეტევა დაიწყეს. დაზიანდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ორი ავტომანქანა.
საარტილერიო შეტევის დროს მაშველებთან ერთად იმყოფებოდა ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან მროჩკო. მოგვიანებით მან სოციალური ქსელებით გაავრცელა ნგრევის ამსახველი ვიდეოკადრები. მროჩკოს ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსებიც.
უკრაინის ხერსონის ოლქის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ნაწილს, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ხერსონს ისევ უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.