ხელოვნების სასახლეს კიდევ ერთი საინტერესო ისტორიული საბუთი შეემატა

კითხვის დრო: 2 წთ.
ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდს კიდევ ერთი საინტერესო ისტორიული საბუთი შეემატა!
ისტორიის ფურცლები:
გიორგი კალანდია:
„ეს დოკუმენტი 2026 წლის აგვისტოში, ლონდონში, პორტობელოს ცნობილ ანტიკვარულ ბაზრობაზე, ერთ-ერთი ანტიკვარისაგან შევიძინე. მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება მისმა ულამაზესმა კალიგრაფიამ, ცვილის ბეჭედმა და XVIII საუკუნის ინგლისური სამართლებრივი დოკუმენტებისთვის დამახასიათებელმა გაფორმებამ. ეს არის 1797 წლის 7 ივლისით დათარიღებული ინგლისური ინდენტურა — ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება, შედგენილი მეფე გიორგი III-ის მეფობის 37-ე წელს. განსაკუთრებით საინტერესო ერთი დეტალია: 1797 წლის ამ დოკუმენტში პირდაპირ არის მოხსენიებული ინგლისის პარლამენტი! ამგვარად, ხელოვნების სასახლის კოლექციაში ხვდება არა მხოლოდ XVIII საუკუნის ულამაზესი ინგლისური ხელნაწერი დოკუმენტი, არამედ პატარა მატერიალური მოწმე იმ ეპოქისა, როდესაც ბრიტანეთს გიორგი III მართავდა და კერძო სამართლებრივი ურთიერთობები პარლამენტის მიერ მიღებული კანონების საფუძველზე რეგულირდებოდა“.
Artinfo.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”