ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის წერილსა და კესო დეკანოსიძის ამბავს, რომელიც გუშინ ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს:
“ყოფილი პრემიერი მოქმედს ადამიანების თვითმკვლელობებამდე მიყვანაში ადანაშაულებს, ადვოკატ ქალს წიხლით სცემენ პოლიციელები, ხელისუფლების კრიტიკის მერე ახალგაზრდა ქალს მკვდარს პოულობენ, ქართველების და აფხაზების შერიგებაზე ხმამაღლა მოსაუბრე ახალგაზრდა აფხაზი კაცი საეჭვო ვითარებაში კვდება, სამინისტრო ერთი კაცის გამო შექმნეს და გააუქმეს, განათლების მინისტრი საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს და ეს მხოლოდ რამდენიმე დღის ამბებია” – წერს ლომჯარია.




