პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ხელისუფლების თანხმობა არ არსებობს" | უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვს

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვს. უკრაინის რადას წარმომადგენელი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში, ოლენა კოლობროდოვა ამბობს, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად ხელისუფლებისგან თანხმობა ვერ მიიღეს.
"უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სახალხო დამცველის მონიტორინგი გრძელდება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოგვენახულებინა კლინიკაში და გავცნობოდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამაში ჩართულია მესამე სექტორიც და ქართული დიასპორა უკრაინაში, თუმცა სამწუხაროდ, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების თანხმობა არ არსებობს და შესაბამისად, მისი მონახულების შესაძლებლობა არ გვეძლევა", - თქვა უკრაინის რადას სახალხო დამცველის კომიტეტის წარმომადგენელმა.
საპასუხო განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.