“ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია 250 კაციანი გაზიფიცირების მსურველთა სია! “დაჩნიკებში” საარჩევნოდ რესურს ვერ ხედავენ!” – ლიკა ბასილაია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე:
მოგეხსენებათ, საკუთარი ნებით გადასახლებაში ვიმყოფები სოფლად. ჰოდა წეღან წავისვი პომადა, მაკიაჟი, ამბავი და გადავწყვიტე სოფლის მაღაზიაში წასვლა პროდუქტებზე. ამ დროს ერთადერთი ჩემი მეზობელი (ორნი ვართ სულ ამ მონაკვეთზე), მოდის და მიყვება როგორ გაიტანა მანქანამ მგელი აქვე ტრასაზე… ჰოდა, აღარ გავრისკე სანამ ნისლია.
რაც ჩამოვედი ზაფხულში, ხალხი, ვინც აქ ვნახე, გაზიფიკაციაზე ოცნებობს, თუ ჩაგვირთავენ, თბილისიდან წამოვალთ, აქედან ვივლით სამსახურებშიო, იქნებ რამე ქნაო, მეუბნებოდნენ, დავიწყე მოქმედება, მაგრამ ყრუ კედელს დავეჯახე! არადა ხალხი მართლაც გავიდოდა თბილისიდან, ის ხომ საცხოვრებლად უკვე გამოუსადეგარია პრაქტიკულად, მაგრამ ხელისუფლებას ბოდიში და ფეხებზე ჰკიდია 250 კაციანი გაზიფიცირების მსურველთა სია! რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენში, ანუ “დაჩნიკებში” როგორც გვეძახიან, საარჩევნოდ რესურს ვერ ხედავენ! ანუ არჩევნებს ეწირება თბილისის განტვირთვის, სრულიად რეალური შესაძლებლობა, მანქანით 22 წუთია თბილისამდე! ამიტომაც მშიერი ძაღლების და მგლების სარბენი ბილიკია ადგილობრივი ტრასა.
ძაღლებზე აღარ მოგიყვებით რა დღეში არიან აქ.”

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში ვეტინგის პროცესით დაინტერესდა, მოლდოვას პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით

პრეზიდენტი – ჯოზეფ ბორელთან საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე – დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი