“ხელისუფლებასთან მაქვს ასეთი შეთავაზება…”- “ექსპო ჯორჯიას” დირექტორი

“ექსპო ჯორჯიას” დირექტორი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და შეთავაზებას გვაცნობს, რომელსაც ხელისუფლებას სთავაზობს.

“”ხელისუფლებასთან” მაქვს ასეთი შეთავაზება.

მოდით, სანამ “ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს”, შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება.
არაღიარებული, სანქცირებული და კონსტიტუციიდან გასული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ხელისუფლებობანას თამაშობთ, ორდენებით, ინაუგურაციებით და უაზრო კომენტარებით, მოქალაქეებისთვის ნერვების მოშლის და დაპირისპირების გარდა, სხვა ფუნქცია როგორც ჩანს აღარ გაგაჩნიათ.

ეკონომიკა კრიზისში შედის, განვითარების პროექტები შეჩერებულია და ხალხი რამდენიმე თვეში შიმშილს დაიწყებს!

ამ ვითარებაში, იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დაძლევის გზებს გვთავაზობდეთ, ჯერ 20 იანვრამდე გვაცალეთო, მერე ამას “ცოტა მეტი დრო დასჭირდებაო” და ახლა “თუო”.

გაინულეთ შემოსავალი, დააყენეთ მანქანები და მოიხსენით ყველა ის პრივილეგია, რაც ისედაც გაჭირვებული მოქალაქეების ჯიბიდან, 40%-იანი ხარკით გაქვთ მიღებული.

“მედგრად ვიდგებითო” როცა ამბობთ, თქვენივე მასწავლებლების ყვლეფის ხარჯზე “იდგებით მედგრად”, რომ იცოდეთ.
და მართლა მედგრად დგომა რა არის, ამას რუსთაველის ხალხი გაჩვენებთ“ — წერს “ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა ფეისბუკზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება