ხელისუფლებამ შეადგინა მისთვის საიმედო ხალხის სია, რომელსაც ენგურჰესის მანქანები დილიდან მოემსახურება – ბელქანია

ალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი თამარ ბელქანია:
“ხელისუფლება, სავარაუდოდ, როგორც წინა არჩევნებზე ახლაც წალენჯიხა/ ფახულანში, საოკუპაციო გამსვლელ ხაზს ჩაკეტავს. გადმოსვლის შესაძლებლობა კვლავინდებურად მხოლოდ ენგურჰესის ავტობუსებით, ჰესის თანანშრომლებს შეეძლებათ. ოკუპირებული აფხაზეთიდან მოქალაქეებს ხმის მიცემა, ოცნების ხელისუფლების წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით ექნებათ. ხელისუფლებამ შეადგინა მისთვის საიმედო ხალხის სია, რომელსაც ენგურჰესის მანქანები დილიდან მოემსახურება.
დანარჩენთათვის ფახულანში საოკუპაციო ხაზი 26-ში დილიდან დაიხურება.
ასე იყო წინა არჩევნებზეც.
ენგურის ხიდი და ფახულანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ხალხთათვის ერთადერთი გზაა ჩვენამდე მოსასვლელი და ხელისუფლება მათ ამ გზასაც უკეტავს.
მიეცით ამ ხალხს ხმის უფლება და გახსენით საოკუპაციო ხაზი!”
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 23-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით საოკუპაციო ხაზთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი – ენგურის ხიდი ჩაიკეტება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა