„ხელისუფლებამ გახარიას პარტიას ეთერებში ოპოზიციისა და “ნაციონალური მოძრაობის” სალანძღავად ფული შესთავაზა” – ხაბეიშვილი

„ხელისუფლებამ გახარიას პარტიას ეთერებში ოპოზიციისა და “ნაციონალური მოძრაობის” სალანძღავად ფული შესთავაზა” – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმს ყოფილი პრემიერის გუნდთან კონტაქტი აქვს, სწორედ ამიტომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემისკენ მოუწოდებს.
ჩემი აზრია ან ოპოზიციონერი ხარ, ან ბიძინას ტიტუშკა ხარ. მე მგონია, რომ ბიძინას პარლამენტზე უარს რომ არ ამბობ, დაფინანსებაზე უარს რომ არ ამბობ და ერთ სული გაქვს იმ პარლამენტში შეხვიდე, ხარ ბიძინას სათამაშო. თუ არ ხარ ბიძინას სათამაშო, ან ერთიანობის მომხრე იყავი, ან იმ პარლამენტს გაეშვი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ფულიც შესთავაზეს გახარიას პარტიას და სხვა პრივილეგიებიც იმის სანაცვლოდ, თუ სხვადასხვა ეთერში გამოვლენ ოპოზიციას, “ნაციონალურ მოძრაობას” გალანძღავენ. ხელისუფლებამ შესთავაზა. გახარიასთან აქვთ კონტაქტი და შესთავაზეს. გასცენ ახლა ამაზე პასუხი, შესთავაზეს თუ არა ფული, კონკრეტული პრივილეგიები”, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”