ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად, აჭარისწყლის ცენტრის კეთილმოწყობის, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.
სოფელი აჭარისწყლი – ცენტრის კეთილმოწყობის მიმდინარე სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება – 268 887 ლარი.
სოფელი ქედქედი – მიმდინარე მინი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის ღირებულება – 96 198 ლარი.
სამუშაოების მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს უმრავლესობის წევრები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.