ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რეპრესირებულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რეპრესირებულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
22 ივლისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რეპრესირებულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
დამსწრე საზოგადოებამ ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს, რეპრესირებულთა მემორიალი. სტუმრებმა და რეპრეისრებულთა შთამომავლებმა გაიხსენეს ის მძიმე პერიოდი, რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოში რეპრესირებულთა ხსოვნის დღედ 22 ივლისი ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, 2002 წლიდან გამოცხადდა. აჭარაში რეპრესიებმა 1050 ადამიანი შეიწირა.
ღონისძიებას საკრებულოს თამმჯდომარე თენგიზ ირემაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.